საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დამსახურებაა იმ ბავშვების, რომლებმაც ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები - ხუხაშვილი
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება  დამსახურებაა იმ ბავშვების, რომლებმაც ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები - ხუხაშვილი

A+ A-

11:29 30/06/2020
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დამსახურებაა იმ ბავშვების, რომლებმაც 20 ივნისს საკუთარი ჯანმრთელობისა და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები - მომავლის სახელით. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
 
"დღევანდელი შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა.
ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს. საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით.
იმ მომავლის, რომელიც მათია და არა მომღიმარი, თუ კოპებშეყრილი პოლიტიკური ელიტის, რომელსაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა..", - წერს ხუხაშვილი.
 
შეგახსენებთ, 29 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.
 
ცვლილება გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.