კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი კვლავ სატვირთოს მძღოლია - ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან  ერთი კვლავ სატვირთოს მძღოლია - ეზუგბაია

A+ A-

11:20 30/06/2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
 
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
 
როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ეპიდემიოლოგიური კუთხით, ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, ვინაიდან ამ დროისთვის, კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი რჩება.
 
„თქვენ იცით, რომ დაახლოებით ორი კვირაა, შემთხვევების ძალიან ზომიერი მატება, სტაბილზიაცია გვაქვს.
 
დღეში 2-3 ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და ახლაც მხოლოდ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
 
იყო 926 და ახლა არის 928 დადასტურებული შემთხვევა.
 
გამოჯანმრთელებულების ციფრი სამით გაიზარდა და ამჟამად არის 794“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულების 85 პროცენტზე მეტია.
 
ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
 
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
 
კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.