მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა
მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

A+ A-

11:21 30/06/2020
მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა კი უარყოფითია და -5,4%-ს შეადგენს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
როგორც თორაძემ განმარტა, მაისში ექსპორტი შემცირებულია 16.1%-ით, ექსპორტთან ერთად კი -17.1% შემცირდა იმპორტიც.
 
„წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.