მალხაზ ბადუაშვილის მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს - ადვოკატი თამარ თედლიაშვილი
მალხაზ ბადუაშვილის მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს - ადვოკატი თამარ თედლიაშვილი

A+ A-

11:55 30/06/2020

მალხაზ ბადუაშვილის უფლებადამცველი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დაბალანსებას და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს.

თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. პოლიტიკოსების მიერ ხდება მანიპულირება, რათა დამძიმდეს მისი სოციალური სტატუსი და შეიცვალოს საზოგადოებრივი აზრი.

მისივე თქმით, გაკეთებულ განცხადებებში გურჯაანში, 28 ივნისს გვიან ღამით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირებენ, საკითხის პოლიტიზირებას ცდილობენ და სახელმწიფოს მხრიდან მის მფარველობას უსვამენ ხაზს.

ადვოკატის განცხადებით, მედიაში მალხაზ ბადუაშვილი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელადაა მოხსენიებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მით უმეტეს, მაშინ როდესაც მომხდარ ფაქტზე შსს-ს საქმე უკვე გახსნილი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არ შეწყდება განცხაადებები, ისინი თითოეულ შემთხვევაზე სამართალდამცველებსა და სასამართლოს მიმართავენ.

წყარო : "იმედინიუსი"