რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, მაშინ გოგაშვილიც ოპოზიციონერად დავასახელოთ?! - ელისაშვილი
რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, მაშინ გოგაშვილიც ოპოზიციონერად დავასახელოთ?! - ელისაშვილი

A+ A-

12:19 30/06/2020
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამ ქვეყნის გამაღატაკებელი ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და როგორ შეიძლება ოპოზიციონერად ჩაითვალოს?! ეს კითხვა “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „ნიუსრუმში“ დასვა.
 
როგორც ელისაშვილმა განმარტა, გიორგი ვაშაძეს არასდროს, არც ერთ არჩევნებზე, ხმების ერთ პროცენტზე მეტი რაოდენობა არ მიუღია.
 
„გიორგი ვაშაძე, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებში მონაწილეობს.
 
ამომიღეთ მისი შედეგები, ერთ პროცენტზე მეტი თუ აუღია ოდესმე სადმე. ყველაფერში ხომ მონაწილეობს, მერობის არჩევნებში, იმ არჩევნებში, ამ არჩევნებში, ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? კიდევ ერთი, რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს ვერაფრით ვერ მივხვდი.
 
ყველამ იცის, რომ მისი სიმამრი ამ ქვეყნის გამაღატაკებელი ვანო ჩხარტიშვილია.
 
თან ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია და ყველა ჭუჭყიანი ბიზნესის დამლაგებელია, მითიურ უჩა მამაცაშვილთან ერთად.
 
ეს კაცი კიდევ, ჯერ ოპოზიციონერად წარმოაჩინეს და მერე ისანში მაჟორიტარად დააყენეს.
 
ვინმემ მითხრას რა მათემატიკით, რა კვლევით, რა შედეგებით დააყენეს? გამაგებინოს ვინმემ, ამ ოპოზიციაში თავს იტყუებენ, თვალები ამოლესილი აქვთ, ამოგლესილი აქვთ, თუ როგორ არის ეგ ამბავი? მაშინ ვთქვათ, რომ სოსო გოგაშვილიც ოპოზიციონერია და ისიც არანაკლებ ფულს დახარჯავს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.