მაიკლ კარპენტერი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს კონგრესის ორივე პარტიის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა
მაიკლ კარპენტერი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს კონგრესის ორივე პარტიის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა

A+ A-

12:21 30/06/2020

კენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტენმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს უკვე მოჰყვა დადებითი შეფასებები კონგრესის ორივე პარტიის მხრიდან.

„მიღებული ცვლილებები დადებითად იქნება აღქმული კონგრესში ორივე პარტიის მიერ. ის შექმნის უფრო წარმომადგენლობით სისტემას. ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან კონგრესში, ამ ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი მხრიდან მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

წყარო : "იმედინიუსი"