ხალხი ოპოზიციის ნაკლსაც ხედავს, მაგრამ მთავრობით აღფრთოვანებული ადამიანები არ მინახავს - ხვიჩია
ხალხი ოპოზიციის ნაკლსაც ხედავს, მაგრამ მთავრობით აღფრთოვანებული ადამიანები არ მინახავს - ხვიჩია

A+ A-

12:37 30/06/2020
რეგიონებში ბევრად მეტი ადამიანია განწყობილი ოპოზიციურად, ვიდრე ხელისუფლების სასარგებლოდ. ამის შესახებ „2020NEWS“-ს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რომელიც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
 
როგორც ხვიჩიამ სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, მხოლოდ გარკვეული რეგიონების გათვალისწინებით, რთულია ამომრჩეველთა განწყობის საერთო სურათის დანახვა, თუმცა, აშკარაა, ხალხი ოპოზიციის ნაკლსაც ხედავს და ისიც ესმით, რომ არსებულის შენარჩუნება სტაგნაციას ნიშნავს.
 
„რეგიონებში ყველანაირი ხალხია. როგორც ოპოზიციის მომხრე, ისე - მოწინააღმდეგე.
 
რთულია ასე მსჯელობა, ჩემი დაკვირვება, სრული სურათის დანახვის საშუალებას მაინც არ მაძლევს, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც მე დამრჩა, ბევრად მეტი ადამიანია განწყობილი ოპოზიციურად, ვიდრე ხელისუფლებისკენ. ოპოზიციის ნაკლსაც ხედავენ, მაგრამ არსებულის შენარჩუნება რომ სტაგნაციას ნიშნავს, ეს ესმით“, - ამბობს ხვიჩია.
 
კითხვაზე ყველაზე მეტად „რომელი რეგიონია განაწყენებული ხელისუფლებაზე“, ხვიჩია გვპასუხობს, რომ მას მთავრობის საქმიანობით აღფრთოვანებული ჯერ არცერთი ადამიანი არ შეხვედრია.
 
„მე მხოლოდ ბათუმსა და ფოთში ვიყავი და მთავრობით აღფრთოვანებული ადამიანები არ მინახავს. ალბათ ვინმე იქნება, მაგრამ მე არ შემხვედრია.
 
თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაკვირვება ობიექტური საზომი ვერ იქნება. განცდის დონეზე შემიძლია მსჯელობა და რა განცდაც მაქვს, ამ ორ ქალაქში ადამიანების სიმპათია ოპოზიციისკენ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.
 
მარიამ მაჭარაშვილი