საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება - ამირან გამყრელიძე
საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება - ამირან გამყრელიძე

A+ A-

13:25 30/06/2020

საქართველოში ინფიცირებულთა 86% გამოჯანმრთელდა, ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში 119 კოვიდინფიცირებული რჩება.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.

119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
 
ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 928 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი.
 
კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.