გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, არაკორექტულია - ცქიტიშვილი
გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, არაკორექტულია - ცქიტიშვილი

A+ A-

14:23 30/06/2020
გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, არაკორექტულია.
 
ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში სიძულვილის ენისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემაა.
 
“რამდენადაც ვიცი, ცოტათი მანიპულირებული იყო ეს განცხადებები, სხვადასხვა დროის განცხადებები იყო ამოღებული, რაც, ვფიქრობ, არაა სწორი, რადგან ყველა ამ განცხადებას თავისი კონტექსტი და გარემოებები ჰქონდა.
 
ამ ელჩის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება არაკორექტულია.
 
ელჩის განცხადება შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არის პრობლემა სიძულვილის ენის, განსხვავებული აზრის მიუღებლობის, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ასეთი ფორმით გამოხატვა პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი ძალიან ღრმა პრობლემაა, რომელსაც ყველა თვითონ უნდა ებრძოლოს”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
 
შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ იყო.
 
აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.
 
ბოკერიას თქმით, გერმანიის ელჩი უკვე რამდენჯერმე გაეხვა „შარში“ და იგი „თარგმანშია დაკარგული“. შალვა ნათელაშვილმა კი ჰუბერტ ქნირში ბიძინა ივანიშვილის „ლობისტად“ მოიხსენა და მისი გაწვევა მოითხოვა.