ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

A+ A-

15:21 30/06/2020
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ვაშაძემ "ტვ პირველის" “დღის ამბებში” ისაუბრა.
 
მისივე თქმით, ეს მხოლოდ ვარაუდია რადგან, პარტიას ფორმალურად გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
 
“ნიკა მელიას ბრიფინგის დროს როცა ჩვენ პარტნიორებს თბილისში მივეცით საშუალება თავად მოელაპარაკათ იმ 6 ოლქზე, იქვე იმ ბრიფინგზე განცხადებული იყო რომ დანარჩენ ოლქებში ყველგან დავაყენებთ კანდიდატებს, შესაბამისად, არავითარი სხვა კანდიდატი ჩვენთან შეთანხმებული არ არის.
 
რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას მიღებული არ აქვს, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები,” – ამბობს ვაშაძე.
 
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს კენჭს იყრიდა ქუთაისის მერის თანამდებობაზე, გავიდა მეორე ტურშიც, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.