რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი რატომ ჩაშალა ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის მშენებლობა - გრიგოლ გეგელია
რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი რატომ ჩაშალა ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის მშენებლობა - გრიგოლ გეგელია

A+ A-

18:16 30/06/2020

რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ჩაშალა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა. ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" წევრმა , გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვაა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა.

„რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ჩაშალა მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა. „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ნამდვილი განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა. საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეზარალებინა რუსული ეკონომიკური ინტერესები. სამაგიეროდ, ამას შესწირა თავისი სახელმწიფოს ინტერესები, თავისი ხალხის ინტერესები, განვითარების, მასობრივი დასაქმების, ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაათმაგების პერსპექტივა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას განცხადებით, ცივილიზებული მსოფლიო ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, ამის საპასუხოდ კი მმართველი გუნდი რუსეთის ინტერესებს ქართული ინტერესების ხარჯზე ამყარებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლება შემოდგომაზე დასრულდება და ანაკლიის პორტი „ქართული ოცნების“ გარეშე აშენდება.

„მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, ევროპარლამენტი, კონგრესი, სენატი, მაღალი ჩინის სამხედრო პირები თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ყველაფერი იღონა რუსული პორტის და რუსეთის ინტერესების გასამყარებლად, საუკეთესო ქართული ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა გეგელიამ.