ტრამპი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს სატელეფონო საუბრების დროს ხშირად ლანძღავდა
ტრამპი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს სატელეფონო საუბრების დროს ხშირად ლანძღავდა

A+ A-

18:25 30/06/2020

დონალდ ტრამპი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს სატელეფონო საუბრების დროს ხშირად ლანძღავდა. სკანდალურ სტატიას CNN აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ კოლეგებთან საუბრისთვის თეთრი სახლის ლიდერი ხშირად მომზადებული არ იყო და წყობიდან გამოსული მათ ლანძღავდა, განსაკუთრებული აგრესიულობით კი ქალების მიმართ გამოირჩეოდა. მაგალითისთვის, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ტერეზა მეის მან „სუსტი და გაუბედავი“, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს კი „სულელი“ უწოდა.

„ზოგიერთი რამ, რაც მან ანგელა მერკელს უთხრა, გაოცებას იწვევს. მაგალითად, ტრამპმა გერმანიის კანცლერს სულელი უწოდა და პირდაპირ განუცხადა, რომ რუსებს ის ჯიბეში უზით“, - ნათქვამია სტატიაში.

CNN-ის წყაროები იმაზეც საუბრობენ, რომ ტრამპი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის მიმართაც, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კი სატელეფონო საუბრებისას მუდმივად თავისი მიღწევებითა და გენიალურობით ეტრაბახებოდა. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, მათთან საუბრისას ტრამპი განუწყვეტლად საუბრობდა მისი წინამორბედების, ბარაქ ობამასა და უმცროსი ბუშის წარუმატებლობებზე.

სტატიის ავტორი ჟურნალისტი კარლ ბერნშტეინია, რომელიც 1972 წელს „უოტერგეიტის სკანდალს“ აქტიურად აშუქებდა. სწორედ ამ სკანდალის გამო გახდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იძულებული, პოსტი დაეტოვებინა.