1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

01:30 01/07/2020

ვერძი

 

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. უთანხმოება ახლობელ ადამიანთან და არაკეთილმოსურნეთა ცილისწამება ოჯახურ სიმყუდროვეს დაგირღვევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცდუნებებს არ აჰყვეთ და თავი შეიკავოთ იმ ადამიანებთან კონტაქტისგან, რომლებსაც არ ენდობით. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ თავად გაუმკლავდებით.

 

კურო

 

ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, უაზროდ არ გარისკოთ. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებისთვის, მეგობრებთან და ბავშვებთან გართობისთვის.

 

ტყუპები

 

არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ წინდახედულებასა და თავშეკავებაზეა დამოკიდებული სამომავლოდ თქვენი ფინანსური წარმატებები, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება. სასურველია დასვენება ოჯახის წევრებთან ერთად.

 

კირჩხიბი

 

სასურველია, რომ ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ხელსაყრელი დღეა ბავშვებთან ურეთიერთობისთვის, რაც თქვენც და მათაც სიხარულს მოგანიჭებთ.

 

ლომი

 

გაითვალისწინეთ, რომ დაძაბულობა და დამქანცველი შრომა შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. თუ პარტნიორების აზრს ანგარიშს არ გაუწევთ და მხოლოდ საკუთარი სურვილით იმოქმედებთ, მათ ნდობას დაკარგავთ. ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არასასურველია.

 

ქალწული

 

არახელსაყრელი დღეა. სასურველია კონტაქტების შეზღუდვა. თავი შეიკავეთ შოპინგისა და სარისკო მოქმედებებისგან. ხელსაყრელია დასვენება ოჯახურ წრეში, მოგზაურობა და ბავშვებთან ურთიერთობა.

 

სასწორი

 

მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და ინფორმაციის გამოყენებისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია პარტნიორებში იმედგაცრუება და უსიამოვნო ცნობა, რომელიც ცოტა ხნით განწყობას გაგიფუჭებთ. ისწავლეთ საკუთარ ემოციებთან გამკლავება და თვითკრიტიკა.

 

მორიელი

 

ამ დღეს მოსალოდნელია გადაღლა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მძიმე წინათგრძნობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. საკუთარ თავში გაურკვევლობა თქვენს რეპუტაციას დააზიანებს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. წარმატებისთვის მოთმინება გჭირდებათ.

 

მშვილდოსანი

 

არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადრება მიაქციოთ. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა - მოსალოდნელია ტრამვები.

 

თხის რქა

 

არახელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კრიტიკული თვალით შეხედოთ და ახალ გარემოებებს შეეგუოთ.

 

მერწყული

 

სიახლეების დღეა. პირად ურთიერთობებში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები გელით. შესაძლოა, არაკეთილმოსურნეთა ცილისწამება იწვნიოთ ან ვიღაცაზე დამოკიდებული გახდეთ. ეცადეთ, ყველა ხერხს მიმართოთ, რათა მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდან აიცილოთ.

 

თევზები

 

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი კონტაქტების აღსადგენად. ფრთხილად იყავით, რომ თქვენმა მოზღვავებულმა ენერგიამ უსიამოვნებები არ შეგიქმნათ. გამორიცხული არ არის კონფლიქტი უახლოეს ადამიანებთან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენს მოქმედებაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი.