1 ივლისიდან ხელფასი სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებსაც 100 ლარით გაეზარდათ
1 ივლისიდან ხელფასი სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებსაც 100 ლარით გაეზარდათ

A+ A-

14:54 01/07/2020
1 ივლისიდან ხელფასი სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებსაც 100 ლარით გაეზარდათ.
 
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
 
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი“, - აღნიშნა მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, 1 ივლისიდან ხელფასი 125 ლარით პოლიციელებსაც გაეზარდათ. ამავდროულად, დღეიდან 30 ლარით გაიზარდა 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია და 250 ლარი გახდა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, 70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია უკვე 300 ლარია.