შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნების" ტროლებმა "ფეისბუქი" გაუტეხეს - რომან გოცირიძე
შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნების" ტროლებმა "ფეისბუქი" გაუტეხეს - რომან გოცირიძე

A+ A-

17:53 01/07/2020

 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს "ქართული ოცნების" ტროლებმა "ფეისბუქი" გაუტეხეს. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქსტატუსის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც გოცირიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით.

„როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილს „ქართული ოცნების“ ტროლებმა „ფეისბუქი“ გაუტეხეს. „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, თავიანთი ტროლებითა და ბოტებით შეძვრნენ შალვას „ფეისბუქში“ და ეს სტატუსი დაუწერეს. მის სტატუსს წავიკითხავ და გეტყვით, არ ვიცი, ნამდვილია თუ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დაწერა, რომ ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური.