23 - გამოჯანმრთელებული, 8 - ინფიცირებული - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა
23 - გამოჯანმრთელებული, 8 - ინფიცირებული - საქართველოს კორონავირუსული სტატისტიკა

A+ A-

10:26 02/07/2020

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 817-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.