წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა
წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა

A+ A-

11:55 02/07/2020

წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტი შახტაში ჩავარდა. მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.