დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის - უცნობია, მოხვდება თუ არა ამ სიაში საქართველო
დიდი ბრიტანეთი საზღვრებს 75 ქვეყანას გაუხსნის - უცნობია, მოხვდება თუ არა ამ სიაში საქართველო

A+ A-

13:06 02/07/2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები კვლავ მატულობს, თუმცა ქვეყნებმა პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყეს. შეზღუვების მოხსნა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც. გამოცემატელეგრაფის" ცნობით, ბრიტანეთი  საზღვრებს გაუხსნის 75 ქვეყანას, რომელთა სრული სია ხუთშაბათს ან პარასკევს გამოქვეყნდება.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციითვე, საზღვრები გაიხსნება ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისთვის, ასევე თურქეთისთვის, ტაილანდისთვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის.

6 ივლისიდან ამ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეები ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინი გარეშე შევლენ.

გამოცემის თანახმად, 75 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, აშშ, რუსეთი, ბრაზილია და შვედეთი.

ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა საქართველო უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნების სიაში.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ვირუსის გავრცელების მხრივ, მსოფლიო ლიდერთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს - ინფიცირების 313 483 დადასტურებული შემთხვევითა და 43 906 გარდაცვლილით.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

დადასტურებულია ინფიცირების 10.8 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 519 274 ფაქტი.

მარიამ მაჭარაშვილი