რუსთაველის გამზირზე სექსუალური უმცირესობების დროშის წინააღმდეგ აქცია იმართება
რუსთაველის გამზირზე სექსუალური უმცირესობების დროშის წინააღმდეგ აქცია იმართება

A+ A-

13:42 02/07/2020
რუსთაველის გამზირზე სექსუალური უმცირესობის თემის სიმბოლური დროშის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
 
როგორც აქციაზე მყოფნი აცხადებენ ისინი "ერის და ბერის შეკრებაზე" მივიდნენ და ერთ-ერთი შენობის აივანზე თემის სიმბოლური დროშის გამოფენას აპროტესტებენ.
 
ადგილზე მოსულები არიან სასულიერო პირებიც. აქციის ფარგლებში ისინი პარაკლისის იხდიან.
 
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.