გიორგი ბოტკოველი - სოფელ აწყურის ერთადერთი საძოვრის გასხვისებაში გელა სამხარაულის ინტერესები იკვეთება
გიორგი ბოტკოველი - სოფელ აწყურის ერთადერთი საძოვრის  გასხვისებაში გელა სამხარაულის ინტერესები იკვეთება

A+ A-

18:44 02/07/2020

"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ხვალ, 17:00 საათზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ერთადერთი საძოვრის  გასხვისების მიზნით აუქციონია დაგეგმილი.

მისივე განცხადებით, საძოვრის გასხვისებაში ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის და მასთან ერთად შეთქმულებაში მყოფი ადამიანების ინტერესები იკვეთება.

გიორგი ბოტკოველი მხარის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის მერს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი.

"გელა სამხარაულს არ გამოუვიდა და ჩაეშალა ზრახვა, რომ იყალთოში, ე.წ. კიკაბაურების ტერიტორია დაეტაცებინა თანამზახველებთან ერთად და ახლა გადაწყვიტა აწყურელების მალულად ეს ტერიტორია მიიტაცოს, რომელიც სოფლისთვის ერთადერთი საძოვარია.

მინდა, მივმართო რეგიონის გუბერნატორს და ყველა იმ პირს, რომელიც ვალდებულია, ხალხის ინტერესებს იცავდეს, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი.

მოვუწოდებ გუბერნატორს, რომელსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს ყველა ასეთი საკითხი ზეპირად იცოდეს, მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მოსახლეობას სამარცხვინოდ ეუბნება, რომ საქმის კურსში არ არიან და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გაესხვისებინა სოფელ აწყურის საძოვარი, სასწრაფოდ შეაჩერეთ აღნიშნული აუქციონი, რომელიც გაიმართება ხვალ, 17:00 საათზე, მობრძანდით და დაპირდით მოსახლეობას, რომ საძოვარი არ გასხვისდება, თორემ ძალიან მალე აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება ამისთვის და ეს მალე იქნება ოქტომბრის ბოლოს. დაუბრუნეთ სოფელს საძოვარი, რომელიც აწყურისთვის ერთადერთია", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.