გედი ფოფხაძე ბორჯომისთვის სააკაშვილს, ივანიშვილს, ხაზარაძესა და მერაბიშვილს „დუელში იწვევს“
გედი ფოფხაძე ბორჯომისთვის სააკაშვილს, ივანიშვილს, ხაზარაძესა და მერაბიშვილს   „დუელში იწვევს“

A+ A-

19:51 02/07/2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, რომელიც ახლა 3 სხვა მუნიციპალიტეტთან ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდი დაპირისპირების ველად გადაიქცევა. იქ პრეტენზიებს თუ არ თმობს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და  ვანო მერაბიშვილი აპირებენ სკანდალური ექსმინისტრის მშობლიური სამცხე-ჯავახეთის დათმობასა და უკან დახევას.

მეტიც, მესამე ძალად ამ ოლქში „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონის, მამუკა ხაზარაძის „ლელოც“  ბოლომდე.  იბრძოლებს. არცერთს დავუთმობ! - იქადნება ბორჯომის მოქმედი და „ქართული ოცნებიდან“ წასული მაჟორიტარი გედი ფოფხაძე.

რომელ მათგანს აქვს უფრო მეტი შანსი და განსაკუთრებით, რა შედეგს დადებს  ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის ოლქში სკანდალური ექსმინისტრი მერაბიშვილი, ამას არჩევნების აჩვენებს. 

 

თუმცა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“  წევრი გედი ფოფხაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ შეფს კონკრეტულად ბორჯომის მუნიციპალიტეტში მხარს დაუჭერენ ძალოვნები და ის ადამიანები, რომლებისთვისაც წამება, მოქალაქეების დევნა, ციხეებში ჩაგვრა და  ქონებების წართმევა-ჩამორთმევა  მორალურ დისკომფორტს არ წარმოადგენს.

ბორჯომ-ასპინძის მოქმედი მაჟორიტარი ფოფხაძე აცხადებს, რომ თავის ახალ თანაპარტიელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ქვეყანა არც ვანო მერაბიშვილს დარჩეს, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ბიძინა ივანიშვილსა და არც - მამუკა ხაზარაძეს.

ვანო მერაბიშვილს რა კატეგორია ადამიანებიც ადრე უჭირდნენ მხარს, ისევ იმ კატეგორია ადამიანებს შემოიკრებს ახლაც. ეს არიან ყოფილი ძალოვნები და ის ამომრჩევლები, რომლებიც თავის დროზე ძალოვნების მეშვეობით უჭერდნენ მხარს სააკაშვილის რეჟიმს. სხვა ადამიანები მერაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ.

მერაბიშვილს ის ხალხი დაუჭერს მხარსმ, ვისთვისაც წამება , მოქალაქეების დევნა , ციხეებში ჩაგვრა, ქონებების წართმევა მორალურ დისკომფორტს არ წარმოადგენს“, -  განაცხადა ფოფხაძემ. 

 

რამდენად მრავლად არიან ბორჯომის რაიონში სკანდალური ექსმინისტრის მომხრეები, ფოფხაძე გვპასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბორჯომში ამომრჩევლების პრობლემა ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ.

ბორჯომში არჩევნებს ვიგებდი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. შეიძლება, მათ ადრე ქალაქი ბორჯომი მოიგეს და მაშინ 40% აიღეს, მაგრამ მთლიანობაში მიხეილ სააკააშვილმა ბორჯომის რაიონი წააგო.

„ნაციონალურ მოძრაობას“ადამიანური რესურსი ბორჯომში აქვს ცოტა, მაგრამ თუ ამას მიემატება მათ მიერ მოპარული ფული, ხელისუფლების მხრიდან გადაუწყვეტელი პრობლემები და გულგრილობა ხალხის მიმართ, ეს, რა თქმა უნდა. გააძლიერებს მათ პოზიციას იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ „ძველმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმძლავრა.

ოცნებაგაივსონაციონალებით“.  ხალხი რომ უყურებს, უკვე ვეღარ ხვდება, რა ხდება, მაგრამ როდესაც ღირებულებების ნიველირება ხდება, შეიძლება კალიგულა და ნერონიც ვიღაცისთვის უკვე მომხიბვლელი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

 

ფოფხაძის კოლეგისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წარმომადგნელის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  “ქართული ოცნებავანო მერაბიშვილს ერთგვარ კარტბლანშს აძლევს, გაერთიანებულ ოლქშიც  კი, რომელშიც  3 მუნიციპალიტეტთან ერთად შედის ბორჯომი და სადაც სხვა რაიონებისგან განსხვავებით, სკანდალურ ექსმინისტრს მომხრე ცოტა ჰყავს.

რამდენად იზიარებს ფოფხაძე გოგიჩაიშვილის ამ პოზიციას და რა დამოკიდებულება აქვს თავად მას მერაბიშვილის სამცხე-ჯავახეთში გააქტიურებასთან დაკავშრებით, დეპუტატი აცხადებს:

უკვე გითხარით, რომ დიდი ფულით და სუსტი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არ არის თანმიმდევრული,  ნებისმიერ ძალას, მათ შორის, ცუდ ძალასაც უჩნდება გარკვეული შანსები, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია ისეთი საფრთხის მატარებლად.

ჩვენ ქვეყანას არავის არ დავუთმობთ არც მიხეილ სააკაშვილს, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მამუკა ხაზარაძეს და მითუმეტეს, არც ვანო მერაბიშვილს. მე ჩემს სამშობლოს არავის დავუთმობ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ  სკანდალური ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი ბორჯომის რაიონში კრიმინალ თანამოაზრეებს აგროვებს და „ქართული ოცნება“ შეწინააღმდეგების ნაცვლად, ერთგვარ კარტბლანშს აძლევს ციხიდან ახლახანს გამოსულ ექსმინისტრს,  რათა პოლიტიკაში იყოს .

„მე არ ვიცი, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ. ვანო მერაბიშვილს ბორჯომში 130-კაციანი სუფრა არ გაუკეთებია ბოლო 10 წლის განმავლობაში, იქიდან 7 ციხეში იჯდა, მაგრამ მანამდეც ვერ ბედავდა ბორჯომში ჩასვლას. როგორ უშვებთ იმას, რომ ეს ადამიანი, ეს ნაგავი დადის, აგროვებს თავის ყოფილ ჯალათებს, ხვედელიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო დამნაშავე და არ მიეცით პასუხისგებაში.

კრებს ამ თავის ზონდერებს სხვადასხვა რეგიონში და ამ დროს რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ვანო მერაბიშვილს აძლევს კარტბლანშს, ჩაატაროს არჩევნები ძალიან მაგრად? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ესენი ქართულ პოლიტიკაში არ იყვნენ? ხვედელიანს, რომელმაც სექსუალურად იძალადა, ხელს ადებდნენ და ეს ადამიანი ახლა ემზადება არჩევნებისთვის და ჩვენ აქ კვოტებზე ვსაუბრობთ.

რეალური შანსია რევანშის და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის? - კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი?

ვერ მოიგებს ვანო ჩხარტიშვილი არჩევნებს, არავის უყვარს ვანო ჩხარტიშვილი, 30 წელია ფულს იპარავს, ღრღნის ამ ქვეყანას ვანო ჩხარტიშვილი და ერთი მთავრობა არ გამოდგა ბორკილები დაადოს და გააგზავნოს იქ, სადაც საჭიროა, იმიტომ, რომ კორუფცია ყვავის საქართველოში, ყველა მერი კორუმპირებულია, ტენდერებზე მიდის ფულის შოვნა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანა ქორჩილავა