ინდოეთი რუსეთიდან 2.4 მილიარდ დოლარად მიგ-29 და სუ-30 MKI-ის ტიპის 33 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს
ინდოეთი რუსეთიდან 2.4 მილიარდ დოლარად მიგ-29 და სუ-30 MKI-ის ტიპის 33 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს

A+ A-

12:20 03/07/2020
ინდოეთი რუსეთიდან 2.4 მილიარდ დოლარად მიგ-29 და სუ-30 MKI-ის ტიპის 33 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელი უკვე მოაწერა შეთანხმებას.
 
სამინისტრო განმარტავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და საზღვრების დასაცავადაა საჭირო.
 
"თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება საჭიროა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და საზღვრების დაცვისთვის.
 
ასევე იმ მოწოდების განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელსაც პრემიერ- მინისტრი ნარენდრა მოდი აკეთებს, რომ ინდოეთი საკუთარ თავზე დამოკიდებული უნდა იყოს,“- ნათქვამია ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
„ალ-ჯაზირა“ წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას წინ უძღოდა ნარენდრა მოდსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული კენჭისყრის შედეგები „გულთბილად მიულოცა.“