ბრიტანეთის მთავრობამ პანდემიაზე რეაგირება დროულად არ მოახდინა და გამოძიება ჩატარდება - ლეიბორისტი სტარმერი
ბრიტანეთის მთავრობამ პანდემიაზე რეაგირება დროულად არ მოახდინა და გამოძიება ჩატარდება - ლეიბორისტი სტარმერი

A+ A-

12:23 03/07/2020
ბორის ჯონსონის მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის კრიზისზე რეაგირების შესახებ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ამის შესახებ ბრიტანეთის ოპოზიციური, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ქირ სტარმერმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, ამის თაობაზე მოთხოვნას დროებით არ წამოაყენებს.
 
სტარმერის განმარტებით, ბრიტანეთის მთვარობამ საჭირო ზომები დროულად ვერ მიიღო და აღნიშნა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ქვეყნის მართვა არ ეხერხება.
 
„გამოძიება გარდაუვალია და როდესაც ამის დრო მოვა, ის აუცილებლად ჩატარდება. ამ მომენტისთვის ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ გამოწვევებს მივხედოთ“,- განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 283 757 და გარდაცვალების 44 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ბრიტანეთი მსოფლიო ლიდერთა სიაში მეერვე ადგილს იკავებს.