„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელი თავად იყენებენ სიძულვილის ენას - იონათამიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელი  თავად იყენებენ სიძულვილის ენას - იონათამიშვილი

A+ A-

13:43 03/07/2020

„ნაციონალური მოძრაობა“ თავად იყენებს სიძულვილის ენას, მათ შორის, ქალების, შშმ პირების და საერთაშორისო პატნიორების მიმართ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცინიკურია, როდესაც ნაციონალური მძრაობა სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს.

„განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელისა და პარტიის წევრების მხრიდან ჩვენ ხშირად გვესმის სიძულვილის ენა არა მარტო ქალების მიმართ, არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართაც კი.

ამიტომ თუ თვითონ აღიარებენ იმას, რომ სიძულვილის ენა არის ის რასაც ისინი ძალიან აქტიურად გამოიყენებენ იქნება, ძალიან კარგი. სხვაზე მითითება ვფიქრობ, რომ პირიქით მათთვის წახალისებაა, რადგან კიდევ უფრო მეტად განავითარონ ის მავნე პრაქტიკა, რაც აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის, რის გამოც, შესაძლოა ოპოზიციამ სასამართლოსაც კი მიმართოს.