"Covid-19, ანუ შეზღუდვები ქართულად" - პანდემიაზე კომედიურ სპექტაკლს პირველად თელავის თეატრში ითამაშებენ
"Covid-19, ანუ შეზღუდვები ქართულად" - პანდემიაზე კომედიურ სპექტაკლს პირველად თელავის თეატრში ითამაშებენ

A+ A-

15:18 03/07/2020

"Covid-19 ანუ შეზღუდვები ქართულად".- თელავის თეატრი კორონავირუსის თემატიკაზე კომედიური ჟანრის სპექტაკლს დგამს. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, სპექტაკლის სცენარი სპეციალურად მათი თეატრისთვის შეიქმნა.

„ახალი ამბავი, თელავის თეატრისთვის დაიწერა პიესა, "Covid-19 ანუ შეზღუდვები ქართულად". ავტორი, ნიკა რამიშვილი, რეჟისორი, კახა გოგიძე. პრემიერა ივლისის ბოლო რიცხვებში, გარე სივრცე რა თქმა უნდა, დისტანციით და კომედია თავისთავად. დეტალებს მოგაწვდით. პირველი ქართული პიესა covid-19“, - წერს გულიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კომედიური სპექტაკლია ქართულ თეატრალურ სივრცეში , რომელიც პანდემიის თემასთან დაკავშირებით შეიქმნა.