დედოფლისწყაროში ქალი დაიწვა – გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო
დედოფლისწყაროში ქალი დაიწვა – გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

A+ A-

18:39 03/07/2020

დედოფლისწყაროში ქალი, რომელმაც დასუფთავების მიზნით ბალახს ცეცხლი წაუკიდა, დაიწვა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

სხეულზე მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.