მესტიაში ხანძარია - ცეცხლი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა
მესტიაში ხანძარია - ცეცხლი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა

A+ A-

15:06 05/07/2020

მესტიაში, ხაიშის თემ სოფელ იდლიანის ტყეში ხანძარია.

ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყეში დაკვამლიანება შეინიშნება და ადგილზე ქრობის სამუშაოებს 20 მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.

"რუსთავი2"