ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ტიტულოვანი მოჭიდავე იური ლომაძეც არის
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ტიტულოვანი მოჭიდავე იური ლომაძეც არის

A+ A-

16:29 05/07/2020

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას.

მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც ლუკა ლომაძე, რომელიც ფეხბურთელია.

"პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, მაგრამ ჩვენ დავაყენებთ სასამართლოში შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე. ისინი იყენებენ კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავეს.