სატვირთო ავტომანქანების მძღოლების კლასტერი 3 ინფიცირებულით გაიზარდა
სატვირთო ავტომანქანების მძღოლების კლასტერი 3 ინფიცირებულით გაიზარდა

A+ A-

11:15 07/07/2020

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი კი უცხოეთიდან შემოსული მოქალაქე. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა მატულობს, უკვე 87-%-ია და კოვიდცენტრებში ამ მონაცემების შეჯერებით 105 პაციენტი მკურნალობს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 838, გარდაცვლილი - 15.