ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში - ეკატერინე ტიკარაძე
ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში - ეკატერინე ტიკარაძე

A+ A-

13:15 07/07/2020

საქართველოში კორონავირუსის ეპიდსიტუაცია თუკი გართულდება სკოლებში ონლაინ სწავლება გაგრძელდება.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ, ჯერჯერობით, დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.