"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს მედიასა და მაუწყებლებთან კავშირი არ აქვს“
"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს მედიასა და მაუწყებლებთან კავშირი არ აქვს“

A+ A-

14:11 07/07/2020

ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიას და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. ამის შესახებ კომუნიკაციებისკომისიის პრესსამსახურში „2020NEWS“-ს განუცხადეს.

როგორც  პრესსამსახურში აცხადებენ, ეს ცვლილებები არ ეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასა და ტელევიზიებთან. მათივე თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაცირბის სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრინული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105- მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან", - განუცხადეს სააგენტოს კომუნიკაციების კომისიის პრესამსახურში.