"მაქცია ხელისუფლება არასასურველი მედიის პირის ამოკერვისთვის ემზადება" - რა სპეცდავალებებს იღებს კალაძე პარტიისგან და რატომ?
"მაქცია ხელისუფლება არასასურველი მედიის პირის ამოკერვისთვის ემზადება" - რა სპეცდავალებებს იღებს კალაძე პარტიისგან და რატომ?

A+ A-

15:32 07/07/2020

დიდი აფიორა, რომელიც ხელისუფლებამ საარჩევნო ველის მოსუფთავებისთვის საკანონმდებლო დონეზე უკვე დაიწყო, მედიასაც გადასწვდა, თუმცა სქემა გაშიფრულია. "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ მისაღები ცვლილებები არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების უზურპაციისა და ტოტალური კონტროლისკენ არის მიმართული. ამ პროცესში სპეცდავალებებს იღებს თბილისის მერი კახა კალაძეც!

მეტიც, თუ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამას აკეთებდა ბრუტალური ქმედებებით - ტელევიზიებში შევარდნითა და სუსში დაბარებებით, მმართველი ოლიგარქის, ივანიშვილის მმართველი ძალა მედიას კანონის დონეზე უპირებს „პირის ამოკერვას“.

„კანონიერად“ თავისუფლებისთვის ლაგამის ამოდების პროცესში კი მარტო ტელევიზიები კი არა, საინფორმაციო სააგენტოებიც მოჰყვებიან, ხელისუფლება კი არჩევნებისთვის კრიტიკულ ველს ასე მოისუფთავებს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრთან, ლევან კობერიძესთან.

როგორც კობერიძე სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს, ამ ახალი ცვლილებების მიღება „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ სურს, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ არასასურველი მედიის გაჩუმება.

-ბატონო ლევან, როგორ გგონიათ, "ელექტრონული კომუნიკაციების" კანონში შესატანი ცვლილებები ნიშნავს თუ არა საარჩევნოდ მედიაზე ცენზურის დაწესებასა და მედიისთვის პირის ამეკერვას?

-ეს ცვლილებები არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და რეალურად ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ მთელი რიგგარეშე სესიები დასრულებულია, დასრულებულია კონსტიტუციაში ცვლილებებიც, მიღებულია კანონი საარჩევნო ცვლილებების და ამ რიგგარეშე სხდომებზე ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას შემოაქვს მხოლოდ ის კანონპროექტები, რომელიც მაქსიმალურად არის მიმართული ხელისუფლების უზურპაციისა და ტოტალური კონტროლისკენ. ამის მაგალითია ჯანდაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონიც, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღების წესის გამარტივების კანონს, ახლა  ეს მედიასთან დაკავშირებული ახალი კანონი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდეს მექანიზმები - ხელისუფლების სასარგებლოდ.

აქ მხოლოდ ტელევიზიებზე არ არის საუბარი, ეს ითვალისიწნებს ბეჭდურ და სოციალურ მედიასაც, ბუნებრივია, რომ მაქსიმალური კონტროლისკენ არის სწრაფვადი „ქართული ოცნება“, რადგან იცის, რომ მისი რეიტინგი და ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ არის დაღმავალი.

-თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ახლა ამ ცვლილებების ასეთი დაჩქარებული წესით მიღება?

-მარტივად რომ ვიმსჯელოთ, 2016 წელს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული მაღალი რეიტინგი ჰქონდა, იმდენად მაღალი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღო, მაშინ ასეთი იდეა არც კი გაჟღერებულა და არავის მოსვლია აზრად მსგავსი რამის შემოღება.

ახლა ეს იდეა გაჩნდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნების სხვა ბერკეტებს ვეღარ ხედავს, გარდა ტოტალური კონტროლისა და ეს ტოტალური კონტროლი უნდათ საკანონმდებლო ბაზით განახორციელონ.

თუ სააკაშვილი თავის დროზე ამას აკეთებდა ძალიან უხეში ფორმით, ტელევიზიაში ევარდნით, სუსში დაბარებებით, პოსტს ვერ დადებდი ფეისბუქზე, რომ სუსში არ დაებარებინე, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მსგავსი ბრუტალური ქმედებებით არ იმოქმედოს. და ცდილობს, იმ დეპუტატების ერთგულება გაარკვიოს თან. ვინც შესალოა 2020 წლის საარჩევნო სიაი აღმოჩნდნენ.

თქვენ რა გგონიათ, „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, რომ ეს არასწორია, რა მედია პლურალიზმს შეუწყობს ეს კანონპროექტი ხელს? თუ მედიის განვითარებას ? ერთადერთი რასაც ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს, არის ის, რომ საჭოროების შემთხვევაში, მზად იყვნენ იმ არასასურველი მედიასაშუალებების გასაჩუმებლადა და პირის ამოკერვისთვის, საიდანაც კრიტიკა ისმის.

-ბატონო ლევან, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, რომელიც ე.წ „ფეიკნიუსებთან“ საბრძოლვევად შეიქმნა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართული ოცნება“ კვე ღიადაც ცდილობს მედიის გაკონტროლებას?

-„ქართული ოცნება“ ყველა თემას, რომელიც არ მოსწონს, სწორსა თუ არასწორს, უწოდებს „ფეიკნიუსს“, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ არის „ოცნება“ „ფეიკნიუსი“. ამას ადასტირებს ეს ახალი კანონპროექტები, რომლებიც შეაქვთ პარლამენტში და გვიმტკიცებენ, რომ ისე არ არის, როგორც გვგონია და ცდილობენ, შეგვაყარონ თვალში ნაცარი, ამაზე მეტი ფეიკი რა უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ ტაქტიკა არის ზოგადად ასეთი, რომ იქით ცდილობს, გადააბრალოს სხვას ის, რასაც რეალურად თვითონ აკეთებს.

 კალაძის მხრიდან მიზანმიმარული კამპანიები მედიის წინააღმდეგ, მე ვიტყოდი, რომ  მისი პარტიული დავაალებაა და ის იძულებულია, რომ შეასრულოს, იმიტომ, რომ ხელისულებაში ვიღაცებს გულზე არ ეხატებათ კალაძის ასეთი რეიტინგი.

ფაქტია, მას დაბალი რეიტინგი არ აქვს ხალხში და ცდილობენ, რომ ყველა ერთნაირად “გასვრილი“ იყოს, რომ ვინმე ვინმეზე წინ არ დადგეს და მაღალი რეიტინგი არ შერჩეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ფეიკნიუსის წინააღმდეგ თუ იწყებს ბრძოლას, მაშინ თავდაპირველად თავიანთ მართული ტელევიზიებიდან უნდა დაიწყონ, გადახედონ თავიანთ კონტროლირებად „იმედს“, რაც ხდება ამ ტელევიზიაში, ეს უკვე ფეიკნიუსი აღარ არის, შესაბამისად, ეს არის ფსევდო ბრძოლა, რომ წმინდანების მანტია მოისხან და გვაჩვენონ, თუ როგორ ებრძვიან ბოროტებას, თუმცა ფაქტია, რომ თვითონ არიან მაქციები და ბოროტება, ცხვრის ტყავში გახვეული მგლები, სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომ დამალოს თავის ნამდვილი სახე, შეინიღბონ კეთილშობილური საფარით და შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში.

-თქვენი აზ, ახალი კანონპროექტი ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდზეა მიმართული?

- მთელი ეს კანონმდებლობა სჭირდებათ იმისთვის, საარჩევნოდ თუ დაინახავენ, რომ ვერ აგროვებენ ხმების იმ რაოდენობას, მთავრობა თვითონ დააკომპლექტონ, ამ ბერკეტებს აამოქმედებენ.„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ საერთაშორისო კონტროლი იქნება ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი და ამის ფონზე, რომ შეძლონ „კანონიერად“ მოქმედება ამისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაც, პოლიტიკოსებიც და საერთაორისო სტრატეგიული პარტნიორები ახლავე მიაქცევენ ამ ცვლილებებს ძალიან დიდ ყურადღებას და ახლავე იქნება ამ კანონპროექტზე მკაცრი შეფასებები, იმიტომ რომ შემდეგ იქნება უკვე ძალიან გვიანი,  რადგან ამ ქვეყანაში თუ რამე მომხდარა პოლიტიკური არეულობა ერთ-ერთი თემა ძირითადად სულ არის ხოლმე მედიასთან კავშირში და რეალურად ეს ხელისუფლებაც ამაზე წაიმტვრევს ცხვირს, მაგრამ ამას შეეწირება ქვეყნის სიმშვიდე  და პოლიტიკური სტაბილურიბა, ამიტომ ახლავე უნდა დაფიქსირდეს მკაცრი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, მაუწყებლებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. მეტიც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სპეციალური მმართველი 2 წლამდე ვადით დაინიშნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს, კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები არანაირ კავშირში არ არის მედიასთან და მაუწყებლებთან.

მარიამ მაჭარაშვილი