ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ - ანა შაქარაშვილი მოწმე ახვლედიანზე
ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ - ანა შაქარაშვილი მოწმე ახვლედიანზე

A+ A-

16:15 07/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილი და ბურუსით მოცული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ვახო ახვლედიანი გარდაცვლილი მოზარდის ძმაკაცი არასოდეს არ ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი ფეხბურთელის და ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს ! ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც ,,დაზარალებულად " არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ

თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში ! შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია! ", - წერს შაქარაშვილი.

ცნობისთვის, ვახო ახვლედიანმა მეორე ჩვენებაში აღნიშნა, რომ თავდამსხმელების მიზანი ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა და ამით, მის მიერ გამოძიებასთან თავდაპირველად ნათქვამი უარყო, რომ მას და შაქარაშვილს საცემრად მისდევდნენ.

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული მასალის მიხედვით, ახვლედიანის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერებს. რაც ადასტურებს, რომ ახვლედიანი ტყუის. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ახვლედიანი მცხეთაში, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ საქმეში მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.