28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა
28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლა

A+ A-

01:22 08/07/2020

მცხეთაში საზარელი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამა-შვილი. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელი გარდაცვლილების ოჯახის წევრია.

კერძოდ, 1992 წელს დაბადებულმა ბიჭმა მამა და ბაბუა საკუთარ სახლში, ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობას წინ გარკვეულ თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტი უძღოდა.

შსს-ს ცნობით, , ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.