ფიტნეს კლუბებისთვის და სპორტდარბაზებისთვის​ რეკომენდაციები დამტკიცდა
ფიტნეს კლუბებისთვის და სპორტდარბაზებისთვის​ რეკომენდაციები დამტკიცდა

A+ A-

13:11 08/07/2020

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. 

აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. 

ასევე, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, სავალდებულოა ნიღბების ტარება. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. 

თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება. 

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. რაც შეეხება ტრენაჟორების დარბაზს, ყოველ 6 კვ.მ. ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

რეკომენდაციებში ასევე დეტალურადაა გაწერილი სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ამ ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.

ნახეთ: რეკომენდაციები ვრცლად

წყარო: "პრაიმტაიმი"