თურქეთთან სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას - სერგი კაპანაძე
თურქეთთან სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას - სერგი კაპანაძე

A+ A-

13:31 08/07/2020

ევროპის სხვა ქვეყნებშ ბევრად უკეთესი ეპიდმდგომარეობაა, ვიდრე იმ 5 ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობამ საჰაერო საზღვარი გახსნა.

ამის შესახებ “2020NEWS”-ს პარტია „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.

“ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებას მოვუწოდებდით, რომ სადაც ეპიდმდგომარეობა არის დადებითი, იმ ქვეყნებთან საზღვარი გახსნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 დღეა იძახდნენ, რომ არაო, ახლა საზღვარი გახსნეს და რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია.

მგონი, კიდევ არის ევროპაში ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ახლა საჰაერო საზღვარი გაიხსნა და მთავრობამ დაასახელა, ამიტომ სხვა ქვეყნებთანაც შეიძლება საზღვრების გახსნა და რაც შეიძლება მალე.

რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გაიხსნება საზღვარი, მით უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და ეს უკეთესი იქნება ტურისტული ინდუსტრიისთვის, ქვეყნისთვისაც და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვისაც“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, უნდა გაიხსნას თუ არა სახმელეთო საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან, კაპანაძე მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, თურქეთში,  კორონავირუსის ეპიდმდგომარეობის თვალსაზრისით,  უკეთესი მდგომარეობაა და თუ სახმელეთო საზღვრის გახსნა არ მოხდება,  ეს ფაქტორი მძიმე ტვირთად დააწვებათ  იმ ოჯახებს , რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაობეზე საქმდებიან.

„მგონია, რომ გადაწყვეტილება ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული. სტრატეგიულ მეზობლებთან ისეთი მდგომარეობაა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.

მაგალითად თურქეთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, იქ მდგომარეობა უკეთაა და შესაძლებელი , საჰაეროსთან ერთად სახმელეთო საზღვარიც გაიხსნას.

მითუმეტეს, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სეზონურ სამუშაოებზე ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული და ფულს ასე შოულობს. მათი თურქეთში ვერწასვლა სერიოზულ ტვირთად აწვება ამ ოჯახებს, რომლებიც ამ გზით თავს ირჩენდნენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება სახმელეთო საზღვრების გახსნა.

ანა ქორჩილავა