კოვიდპასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს - რა სქემა შექმნა მთავრობამ ტურისტების კორონავირუსზე შესამოწმებლად?
კოვიდპასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს - რა სქემა შექმნა მთავრობამ ტურისტების კორონავირუსზე შესამოწმებლად?

A+ A-

13:50 08/07/2020

კოვიპასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოგზაურს ტესტირებას ვერ ჩაუტარებენ, ამიტომ უნდა იყოს შესაძლებლობა, ტესტირება მაღალი რისკის მქონე მოგზაურებს ჩაუტარდეთ. 

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მოდელი, რომლითაც კორონავირუსზე ტურისტების შემოწმება მოხდება, დაახლოებით ერთ კვირაში უფრო დაიხვეწება.

„რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა, გარკვეულწილად, რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი.

რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე.

ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე მას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრონინგიც რჩება, ასევე იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა ზოგადად დაბალია.

ამიტომ გამოიყოფა ის მოგზაურები, რომლებიც არიან მეტად მაღალი რისკის მატარებლები. გარკვეული ალგორითმი მომზადდება ამისთვის, იქ იქნება მოგზაურობის ისტორია, გადატანილი სტატუსიც და იდენტიფიცირდებიან ისინი, რომლებსაც შევთავაზებთ ტესტირებას.

ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და დაიხვეწება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუა და ესტონეთი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება სახმელეთო საზღვრების გახსნა.