"აბა, თქვენ იცით, დაწყვიტეთ ეს გაჭირვებული ხალხი! - "მთავრობას ცხოვრება განაღდებული აქვს" - სოცქსელის პროტესტი ჩაკეტილი საზღვრების გამო
"აბა, თქვენ იცით, დაწყვიტეთ ეს გაჭირვებული ხალხი! - "მთავრობას ცხოვრება განაღდებული აქვს" - სოცქსელის პროტესტი ჩაკეტილი საზღვრების გამო

A+ A-

14:37 08/07/2020

ხალხი კედელთან მიაყენეს, არჩევნების გამო, საქართველო ბლოკადაშია“, - ასეთი მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია მოყვა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ 5 ევროპულ ქვეყანასთან საჰაერო საზღვრის გახსნას.

საზოგადოების დიდი ნაწილი, სოციალური ქსელების საშუალებით, პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, თუ რატომ აღდგა დღეს ევროპულ ქვეყნებთან მხოლოდ ავიამიმოსვლა და რატომ არ იხსნება სახმელეთო საზღვარი.

“2020NEWS” გთავაზობთ საზოგადოებრივი პროტესტის იმ ნაწილს, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით, სხვადასხვა ჯგუფებსა თუ გვერდებზე გავრცელდა.

 

 

"ჯანმრთელობის პრობლემა მაქ ისეც და ყველაფერს თურქეთით ვუმკლაცდებოდით. ახლა ცოტა გამოვკეთდი და ამასობაში დაიხურა", - წერს დარიკო ახალაია.

რატომ არ ხსნით სახმელეთო გზებს? რა გჭირთ? რა გემართება, მთავრობავ?“, -  კითხულობს თინა ბარბაქაძე.

,,მთავრობის ყველა წევრს ცხოვრება განაღდებული აქვს, გაუტკბათ კომენდატის საათი და საგანგებო მდგომარეობა. თავისას მაინც ღებულობენ, მაინც აკეთებენ, უმწეო, უსახლკარო ,ლტოლვილმა, მშიერმა ხალხმა იკითხოს“, - წერს მზია გულიაშვილი.

,,დაიღუპა საქართველო, მორჩა!“, - მიაჩნია ზაური ცოფურაშვილს.

,,არჩევნების გამო, საქართველო ბლოკადაშია, - არჩევნებს უკავშირებს დარეჯან რაჭველი დღეს მხოლოდ საჰაერო საზღვრების გახსნას.

,,აბა, თქვენ იცით, დაწყვიტეთ ეს გაჭირვებული ხალხი მშიერი“, -  გაჭირვებული ხალხის მიმართ უყურადღებაობაში ადანაშაულებს ჯემან თოფჩიძე ხელისუფლებას.

,,ალბათ ღირსია ჩვენი ხალხი, -  თემურ ქუთათელაძისთვის ხელისუფლების უყურადღებობა ისევ ხალხის ბრალია.

,,იმიტომ, რომ "აირზენამ" აკეოს ფულები, რატო გახსნან სარფი და იაფად იაროს ხალხმა?! ამოსაწყვეტია ეს მთავრობა. გენოციდს გვიწყობს ქოცკრიმინალი!“, -  კერძო ავიაკომპანიის არაჯანსაღ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას სოციალური ქსელის მომხმარებელი „მაკო მაკო“.

,,რა ვიცი, თავს იწონებთმ,  ჩვენთან ვირუსი აღარ არისო და საზღვრებს არ ხსნით?“, -  უკვირს მანანანა ვარდოსანიძეს.

ხალხი კედელთან მიაყენეს!, - წერს ლიდა გვერდწითელი.

ამ და სხვა ტიპის მწვავე და კრიტიკული შეფასებები მოყვა ქართული საზოგადოების მხრიდან მთავრობის გადაწყვეტილებას, პანდემიის ფონზე არ გახსნას ქვეყნის სახმელეთო საზღვარი.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა.

ეს ქვეყნებია : გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება სახმელეთო საზღვრების გახსნა.

ანა ქორჩილავა