"კაწრო" შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
"კაწრო" შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

A+ A-

17:20 08/07/2020

შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოკითხვაზე ბერა ივანიშილის მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი იმყოფება. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.

ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს. გუშინვე, სატელევიზიო ეთერში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ   ეს მამაკაცი, სავარაუდოდ,  სწორედ ავთო ბილანიშვილია.

ბილანიშვილის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ „კაწრო“ ამ დროს დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს.

დღესვე მეუღლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, ბილანიშილის მეუღლეც და განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს, რადგან „კაწრო“ ბერა ივანიშვილის მეგობარია.

„ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.“, - წერს ბილანიშვილის მეუღლე.

დაკავებული მორაგბეების - ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი უარყოფს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფებს ახლო კავშირი ჰქონდათ ბერა ივანიშვილის მეგობართან, ავთანდილ ბილანიშვილთან, იგივე „კაწროსთან“.

„კაწრო“ ვინ არის, საერთოდ არ ვიცი და რა შემხებლობა აქვს საქმესთან, ესეც არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ამ ადამიანთან არანაირი შემხებლობა და ურთიერთობა არ აქვთ. რაც შეეხება დიდუბეში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილს ჩამოსვამენ, მასთან მიდის კონკრეტული პიროვნება, თუ ვინ არის ეს პიროვნება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მე დანამდვილებით შემიძლია გნავაცხადო, რა ინფორმაციასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მაწვდიან - მათ არანაირი კაშირი არ ჰქონიათ ამ ადამიანთან. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს იმ ადგილას, სადაც მას ამირხანაშვილმა უთხრა. თითქოს, ის, რომ განზრახ ჩამოსვეს კამერებთან, მერე განზრახ შეხვდა ვიღაცას, ვარაუდია“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.