"ოქროს მოწმის", გური ამირხანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ადვოკატი
"ოქროს მოწმის", გური ამირხანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ადვოკატი

A+ A-

18:54 08/07/2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმის“, გური ამირხანაშვილის სიცოცხლეს შესაძლოა,  საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქმის „ოქროს მოწმის“ სიცოცხლე დაცული იყოს.

„რაც შეეხება ამირხანაშვილს, ორი სიტყვით გეტყვით, რომ არ გამოვროცხავ, მის უსაფრთხოებასაც საფრთხე ემუქრებოდეს და პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართავ რეკომენდაციით,  ამ ადამიანის მიმართ მოწმეთა დაცვის სპეციალურო ღონისძიება გამოიყენოს. 

ეს აუცილებელი და გადაუდებელია,. მიუხედავად იმისა, რომ  ამ საქმეში ამირხანაშვილის უარყოფ მხარესაც ვხედავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის ახალგაზრდა და მარტივად შეიძლება მოექცეს სხვისი ზემოქმედების ქვეშ.

მედიამ და საზოგადოებამ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამირხანაშვილის თემა  გამოკვეთილიყო

მისი ჩვენება დამნაშავეების წინააღმდეგ, იქნება საკმაოდ სერიოზული დარტყმა და არ გამოვრიცხავ, ამის გამო,  მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრებოდეს საფრთხე.

ეს დღეს არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, თორემ ხვალ რა იქნება, ჩვენ არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი მომავალში ძალიან ღირებულ ინფორმაციას მიაწოდეს, როგორც გამოძიებას, ისე საზოგადოებას“, - განაცხადა ადვოკატმა..

ცნობისთვის, ამ წუთებში, შსს-ში იკითხება ბერა ივანიშვილის მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.

ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს. გუშინვე, სატელევიზიო ეთერში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ   ეს მამაკაცი, სავარაუდოდ,  სწორედ ავთო ბილანიშვილია.

ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ უკვე განაცხადა, რომ „კაწრო“ ამ დროს დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

ანა ქორჩილავა