თხოვნა იქნება და მუდარა, პოლიტიკოსებს ნუ აყვებით! - ექიმი, პოლიტიკოსი, მოქალაქე კახაძე საზღვრების გახსნაზე
თხოვნა იქნება და მუდარა, პოლიტიკოსებს ნუ აყვებით! -  ექიმი, პოლიტიკოსი, მოქალაქე კახაძე საზღვრების გახსნაზე

A+ A-

19:16 08/07/2020

იტალია ცარიელი თვალებით მოწყენილი იყურება, გონდოლიორები უსაქმურად არიან ჩამოკიდებულები, კოლიზეუმი დროებით დაიხურა. ეკონომიკა როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა ჩავარდეს, მისი აღდგენის პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, გონიერებისა და ზომიერების  ფარგლებში, მაგრამ სიცოცხლის დაბრუნება არ მოხდება.

ამის შესახებ “2020NEWS”-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ განუცხადა და საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრების გახსნას გამოეხმაურა.

მე ამ პასუხს ვაკეთებ, როგორც ექიმი, როგორ პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე. მომხრე ვარ რეჟიმის შემსუბუქების  ყველა იმ შემთხვევაში, სადაც უსაფრთხოება დაცული იქნება. ხშირად მითქვამს, ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი თავისი ქვეყნის ექიმი უნდა იყოს, კარგი გაგებით.

მაგალითად ხშირად მომყავს 13 ივნისის ტრაგედია. აღდგა მზიური , ულამაზესია, კომფორტულია, მაგრამ ის 22 ადამიანი, რომელიც დაიღუპა, ხომ არ აღდგა?!  

ამიტომ ვამბობ, რომ ეკონომიკა როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა ჩავარდეს, მისი აღდგენის პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, გონიერებისა და ზომიერების  ფარგლებში, მაგრამ სიცოცხლის დაბრუნება არ მოხდება.

ყველა ღონისძიებას, რომელსაც ქვეყანა გაატარებს, პირველ რიგში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული,  შემდეგ ეკონომიური ხასიათის.

5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრების გახსნას ქვეყნის ხელისუფლების გონიერ გადაწყვეტილებად ვაღიარებ. მხარს ვუჭერ ეტაპობრიობას.

მწვანე კუნძულების აღმოჩენა, მწვანე კორიდორში გავლა, როგორც ჩვენი მოსახლის, იქ გამგზავრებულის უსაფრთხოდ ჩასმა, ასევე ჩვენთან სტუმრად  წვეული ნებისმიერი პოტენციური ტურისტის უსაფრთხო გარემოში მოქცევა და მათი ჩამოყვანა, ეს არის მთავარი მისია“, - განაცხადა კახაძემ.

კითხვაზე, უნდა  გაიხსნას თუ არა სახმელეთო საზღვრები და უნდა უზრუნველყოს თუ არა ქართულმა მხარემ  უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო მეტი კონტროლის მექანიზმის ამოქმედება, კახაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირება ყველა იმ ქვეყანასთან უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელთანაც ხელისუფლება საზღვარს გახსნის.

მისივე თქმით, საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეების, ცხელების ცენტრებისა თუ სხვა სახის სამედიცინო დახმარების გაწევის პრაქტიკა აქვს, ამიტომაც ქვეყანაში ყველა შესაძლო ტურისტად შემომსვლელმა პირმა  უსაფრთხოების ის ნორმები უნდა დაიცვას, რაც მთავრობის მიერ არის დადგენილი.

„ორგანიზმის იმუნოსისტემიდან გამომდინარე, ეს სივერაგე ძალიან ინდივიდუალურია და კაცმა არ იცის, როგორი იქნება გამოსავალი ნებისმიერი  შემთხვევაში, ამიტომ ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაში, სწორედ ამას ვუსვამ ხაზს.

საქართველოს ეს უპრეცედენტო, მრავალდონიანი ბირთვი შეკავების  სტადიაზე, რომელიც მეცნიერულად ყველამ აღიარა. ეს ხელისუფლების დამსახურეებაა . ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლებამ ხალხს თავი მოუყარა ჯანმრთელობის გარშემო.

ჩვენ საკარანტინო სივრცეების გამოცდილება გვაქვს, ცხელების ცენტრები ცალკე გვაქვს , პირველი დონის სამედიცინო მოსახურეობა, ანუ ოჯახის ექიმის მომსახურეობას ვგულისხმობ, ესეც ცალკე გვაქვს, უმაღლესი დონის მართვისა და ექსპერტიზის სისტემი გვაქვს ,ამიტომ, თუ ქვეყნებს ჩვენთან თანამშრომლობა უნდათ, ისინი პატივმიგებით უნდა მოგვეპყრან.

თუ ეს ორმხრივი ინტერესია, რომ მწვანე ზონა, კომფორტული ზონა არ დაირღვეს, მიგრაცია დაცული იყოს, საზღვარზე გადასვლა მოხდეს, მაშინ ყველა მხრიდან დაცული უნდა იყოს ის შემუშავებული ფუნქციები, რომლებიც აუცილებელია ასეთ დროს, როგორიცაა პირადი ჰიგიენა, ასევე ის კლასიკური ფორმატები, ანუ ჩამკეტი სისტემები, რათა ყველა ქვეყანა დაზღვეული იყო ამ დაავადების გავრცელებისგან.

თუ ამ საკარანტინე სივრცეებზე, 72 საათიან კონსულტირებაზე, პისიარ ტესტირებაზე დათანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოება არ იზარალებს, რასაკვირველია, საზღვრების გახსნა მისასალმებელი იქნება.

ხაზს ვუსვამ, რომ უსაფრთხოების ხარჯზე საზღვრების გახსნის მომხრე არ ვიქნები, მაგრამ ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს სახმელეთო საზღვარი თურქეთთან გაურკვეველი პერიოდის მანძილზე დახურული იქნება და საქართველოს მოქალაქეები სეზონურ სამუშაოებზე თურქეთის ტერიტორიაზე ვერ გადავლენ, ისისნი სერიოზულად დაზარალდებიან და ხელისუფლება  შეძლებს თუ არა პასუხისმგებლობის აღებას,  რამდენად დააზარალებს ეკონომიკურად ამ ადამიანებს, ამ კითხვაზე კახაძე გვპასუხობს, რომ პანდემიამ ყველა ქვეყანა დააზარალა.

„პანდემიამ ისეთი რისკები გააჩინა  არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ან თუნდაც თურქეთში, არამედ დიდი რისკები ამერიკასა და საფრანგეთშიც კი გაჩნდა.

იტალია ცარიელი თვალებით მოწყენილი იყურება, გონდოლიორები უსაქმურად არიან ჩამოკიდებულები, კოლიზეუმი დროებით დაიხურა.

ჩვენზე ძლიერი ქვეყნები  რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნდობა აღადგინონ უსაფრთხოების კუთხით. ისინიც ამბობენ, ღია ვართ, მოდით, ჩამოდითო, მაგრამ მოსახლეობაა შეშინებული, არ ჩადის. მათი ბიზნესებიც ზარალობს ისევე, როგორც ჩვენთან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს საკითხი უცბად ვერ გადაწყდება, მაგრამ ამ გზით სიარული სწორია. რთულ თემას ვეხებით მაგრამ ექიმი სწორად ამბობს, რომ პალატიდან კაცი როდესაც გამოდის ნაოპერაციები, ფეხბურთი ითამაშეო, უცბად არავინ ეტყვის, ვერ გაუბედავს.

მან ფეხბურთი ხეირიანად რომ ითამაშოს და გოლი გაიტანოს, მანამდე  სრული რეაბილიტაცია  სჭირდება, თორემ  5 გარბენის შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოხვდება.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიღწეული შედეგები, რომელიც სავსებით სამართლიანად, მთელმა მსოფლიომ აღიარა, არ გავაფუჭოთ.

თხოვნა იქნება და მუდარა, რომ პოლიტიკოსებს ნუ აყვებიან.

აყვნენ მხოლოდ მეცნიერებს , ექიმებსა და მათთან ასოცირებულ კეთილადმოაზროვნე ადამიანებს.  ყველას ვთხოვ თანადგომას, როგორც ერთ გონიერ ჯარისკაცს“, - განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა.

ეს ქვეყნებია : გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება სახმელეთო საზღვრების გახსნა.

ამასთანავე, დღეს , აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ სარფის საბაჟო პუნქტი გაიხსნას და მოქალაქეებს თურქეთში საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ, ან საზღვრის გახსნამდე ყოველთვიურად, თითოეულს - 300-ლარიანი კომპენსაცია გადაეცეს.

ანა ქორჩილავა