„მერსედესი“, რომელშიც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, ხიდიდან გადავარდა – მანქანაში 8 თვის ბავშვიც იმყოფებოდა
„მერსედესი“, რომელშიც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, ხიდიდან გადავარდა – მანქანაში 8 თვის ბავშვიც იმყოფებოდა

A+ A-

12:32 10/07/2020

სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთი ოჯახის 6 წევრი ავტომობილით ბახმაროსკენ მიემგზავრებოდა, როცა მანქანა ხიდიდან გადავარდა. 

საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. 

ამ ავტომობილით ოჯახის წევრებთან ერთად 8 თვის ბავშვიც მგზავრობდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის გარდა სხვა ყველა მგზავრი ჩოხატაურის კლინიკებში გადაანაწილეს.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.