მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში ლოცვები 24 ივლისიდან ჩატარდება
მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში ლოცვები 24 ივლისიდან ჩატარდება

A+ A-

13:14 11/07/2020

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში პირველი ღვთისმსახურება 24 ივლისს ჩატარდება. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მეექვსე საუკუნის ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმების შესახებ ბრძანების ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილებით თურქეთმა სუვერენული უფლება გამოხატა, თუმცა აია-სოფიას კარი ღია დარჩება  როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვისაც.

უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების აღსანიშნავად  ისტორიულ ტაძართან ღამით ასობით მუსლიმი შეიკრიბა და ღია ცის ქვეშ ილოცა. აია სოფიას სტატუსის შეცვლის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა იუნესკომ და ევროკავშირმა.

წყარო: ფორმულა