მსახიობ აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა
მსახიობ აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა

A+ A-

14:51 12/07/2020

ცნობილ ინდოელ მსახიობსა და ფოტომოდელს, „მის მსოფლიო“ 1994-ის გამარჯვებულს, აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა, - ინფორმაციას Reuters-ი მაჰარაშტრას შტატის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს მსახიობის ქალიშვილსაც.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დედა-შვილი საავადმყოფოში გადაყვანილი.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ბოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანსა მის შვილს, აბჰიშეკ ბაჩანსაც დაუდგინდათ.