ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

A+ A-

15:00 12/07/2020

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილია.

სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი გაჩხრიკეს. ჯერჯერობით ჩხრეკა არ ჩატარებულა მის საცხოვრებელ ბინაში. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

კონკრეტულად რა დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია და რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.