ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ცდილობს, უფრო გააფართოვოს თავისი მედიაიმპერიის საზღვრები
ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ცდილობს, უფრო გააფართოვოს თავისი მედიაიმპერიის საზღვრები

A+ A-

16:58 12/07/2020

უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის მიერ კონტროლირებადი მედიაჰოლდინგი ცდილობს დაეუფლოს ერთ-ერთი ადგილობრივი მედიაკორპორაციის აქტივებს, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის მაგნატის გავლენას ქვეყნის საინფორმაციო კონტენტზე.

უკრაინული მედიის თანახმად, კოლომოისკის კუთვნილი კორპორაცია „1+1“, ერთ-ერთია იმ ექვსი კომპანიიდან, რომელსაც სურს შეიძინოს სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი UMH Holding-ის აქტივები.

თავის დროზე უმსხვილესი მედიაკორპორაცია UMH Holding-ი დევნილ პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებულმა ოლიგარქმა, სერგეი კურჩენკომ 400 მილიონ დოლარად შეიძინა.

მაგრამ 2013 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ, 2017 წელს სასამართლომ დააპატიმრა დევნილი კურჩენკოს აქტივები და მისი მართვის უფლება სახელმწიფოს გადასცა.

UMH Holding-ი ამჟამად მედიაბაზარზე აღარ ფლობს ისეთ გავლენას, როგორც ადრე ფლობდა, თუმცა კომპანიის კუთვნილებაში კვლავ შედის 72 იურიდიული პირი, მათ შორის, გაზეთები, რადიოსადგური, ჟურნალი და ვებგვერდი.

მიჩნეულია, რომ იგორ კოლომოისკის მედიასტრუქტურები წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მძლავრად დაეხმარა ვოლოდიმირ ზელენსკის, გამანადგურებლად დაემარცხებინა მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

კოლომოისკის მედიაიმპერიის კუთვნილებაში ამჟამად შედის 7 სატელევიზოო არხი, ინტერნეტსაიტები, საპროდიუსერო სამსახურები და სხვა აქტივები.

წყარო: რადიო თავისუფლება