ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა
ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

A+ A-

16:35 15/07/2020

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვის ამოქმედებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა ხმოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა.

„25 ივნისს გახსნის შემდეგ, პირველ უქმეებზე ჩვენ 5000 ვიზიტორი, მეორე უქმეებზე - 7000, ბოლო უქმეებზე კი 10 000 ვიზიტორი მივიღეთ. ამასთან ერთად, თუ ადრე ვიზიტორების 80%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ, ახლა მათი ორი მესამედი საფრანგეთის მოქალაქეებზე მოდის“, - აცხადებს ეიფელის კოშკის მმართველი კომპანიის გენდირექტორი პატრიკ ბრანკო რუივო.