მისი სიყვარული გიოსადმი მაშინ გამოიხატა, როცა დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა - ანი შაქარაშვილი
მისი სიყვარული გიოსადმი მაშინ გამოიხატა, როცა დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა - ანი შაქარაშვილი

A+ A-

13:17 16/07/2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და, მარიამ ხატისკაცის ემოციურ სტატუსს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გიორგისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც მისი დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა.

როგორც ანი შაქარაშვილი განმარტავს, გიორგი დაბადებისდღეზე დაუპატიჯებლად არ მისულა.

„1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის, ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე.

2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო.

3) რაც შეეხება ამ გოგოს. მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა.

4) მადლობა

5) ნახვამდის.” – წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხულ ლუკა გოგავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც მოსწონდა.

ჩვენებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა.

როგორც ჩანს, მომხდარმა მარიამ ხატისკაცის გიორგისადმი განწყობა შეცვალა. მარიამმა ინსტაგრამზე  გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს".

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეში უკვე 18 ტომია, სადაც ურთიერთგამომრიცხავი და რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებებია. ექსპეტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. დაკავებულია 17 პირი, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს.