20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

09:00 20/07/2020

ვერძი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. მოვლენების არახელსაყრელად განვითარებამ შესაძლოა, თქვენგან მოქმედების ტაქსიკის შეცვლა ან დიპლომატიურობა მოითხოვოს. მზად იყავით მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემებისთვის. სავარაუდოდ, ოჯახური საქმეები გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს.

 

კურო

დილიდან გაუგებრობებს და უთანხმოებებს უნდა ელოდოთ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო ცნობები ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით და პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობა. არ იდარდოთ. დროთა განმავლობაში ყველა პრობლემა მოგვარდება, თქვენ კი სულიერ წონასწორობას და სიმშვიდეს დაიბრუნებთ.

 

ტყუპები

მძიმე და წინააღმდეგობრივი დღეა. ოჯახურ და პარტნიორებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და პრობლემები. ახალი გატაცება სავარაუდოდ, წყენით დასრულდება. მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

 

კირჩხიბი

გრძნობათა უჩვეულო გამოცოცხლება გელით. ოჯახური მოვალეობები დღის მეორე ნახერვრისთვის გადადეთ და საყვარელი საქმით დაკავდით ეს დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. თავისუფალი დრო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

 

ლომი

სულიერი განწმენდისა და ფილოსოფიურ პრობლემებში ჩაღრმავების დღეა. საქმე, რომელიც სწრაფ მოქმედებას მოითხოვს, მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ეცადეთ, დიდსულოვნება და მიმტევებლობა გამოიჩინოთ და თხოვნაზე უარით არავის უპასუხოთ.

 

ქალწული

შესაძლოა ბავშვების და ნათესავების ინტერესებმა თქვენი ჩართულობა მოითხოვოს და რომელიღაც ოჯახური პრობლემის მოგვარება შეძლოთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური ღონისძიებებისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის.

 

სასწორი

ცდუნებებით სავსე დღეა. საინტერესო თავგადასავალი გელით, რომელიც უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ და ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. არაფერზე ინერვიულოთ, ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდება.

 

მორიელი

შარშანდელი ზაფხულის მოვლენებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე. საქმის ხელსაყრელი ფინალი და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სიმშვიდეს და თავდაჯერებას მოგიტანთ. შესაძლოა, ახალი გეგმები და იმედები გაგიჩნდეთ. ამ დღეს ჯობს, დაისვენოთ ან თქვენთვის ჩვეული საქმით დაკავდეთ.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსხვილი კაპიტალდაბანდება და ნივთების შეძენა - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

 

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. სავარაუდოდ, რომელიღაც ძველი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. ოჯახური ურთიერთობები და რომანტიკული შეხვედრები სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

მერწყული

მერკურის რეგრესიული მოძრაობა გაფრთხილებბთ, რომ კომერციული ოპერაციებში შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან. დოკუმენტებთან მუშაობის დროს არასასურველია აჩქარება და ზედმეტი ნდობა. მოსალოდნელია ხანმოკლე გატაცება. გირჩევთ, პარტნიორს ბრმად არ ენდოთ.

 

თევზები

მშვიდი და ჰარმონიული დღე გელით. ეცადეთ, სიტუაცია საღად შეაფასოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. შანსი გაქვთ, რომ პრობლემების კასკადიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. თუ ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ეცადეთ, მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.