ივანიშვილი ჯიუტად ცდილობს, პოლიტიკაში დენდროპარკი გააკეთოს - ხუხაშვილი
ივანიშვილი ჯიუტად ცდილობს, პოლიტიკაში დენდროპარკი გააკეთოს - ხუხაშვილი

A+ A-

10:41 21/07/2020

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არც პოზიტიური და არც თუნდაც ნეგატიური განვითარების ენერგია აღარ გააჩნია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ივანიშვილის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი გია ხუხაშვილი წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უნდა პოლიტიკური დენდროპარკი გააშენოს და გამოსდის ჭაობი.

„მთავარი, რაც გუშინდელმა დღემ აჩვენა, არის ის რომ ივანიშვილს არც პოზიტიური და არც თუნდაც ნეგატიური განვითარების ენერგია არ გააჩნია.მისი ამოცანაა შენარჩუნება. ეს ფილოსოფია კარგია დენდროპარკის გაშენებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა.

ის ჯიუტად ცდილობს პოლიტიკაშიც დენდროპარკი გააშენოს, ეძებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მცენარეების ფუნქციის შესრულება. რგავს, მორწყვას არ აკლებს. თუმცა ჯერ მისი ექსპერიმენტები წარუმატებელია - აშენებს პარკს და ჭაობი გამოსდის....“, - წერს ხუხაშვილი